შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის “ტორპედომ“ ბორჯომის “ბორჯომი“ ანგარიშით 5 : 0 დაამარცხა
05.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის "ტორპედომ" მორიგი ამხანაგური ტესტ-მატჩი გამართა, ამჯერად ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე გუნდმა ბორჯომის "ბორჯომს" უმასპინძლა. კახა ჩხეტიანმა გუნდი ორი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა. ანგარიში ტორპედოელმა დავით იონანიძემ გახსნა. დუბლი ვეტერანმა გრიგოლ დოლიძემ და ახალწვეულმა რაფელ ჩუკპურმა გაიფორმეს. თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა, საბოლოო ანგარიში ტორპედოელთა სასარგებლოდ 5-0 დასრულდა. ეროვნული ლიგის განახლებამდე ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იყო, "ტორპედო" შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს წყალტუბოში, "26 მაისის სახელობის" სტადიონზე გამართავს, სადაც ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში რუსთავის "რუსთავს" შეხვდება. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.