შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



C–ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დიაგნოსტიკური გამოკვლევა უფასო გახდა
05.08.2019
უკან დაბრუნება
C–ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დიაგნოსტიკური გამოკვლევა უფასო გახდა, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით აქამდე მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად მოქალაქეებს 140–დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ და ამ თანხისგან სრულიად თავისუფლდებიან. С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.