შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კაფე "სავანეს" მფლობელებმა პროტესტი ადგილობრივი ხელისუფლებას მიმართ ამჯერად პერფორმანსის ფორმით გამოხატეს
01.08.2019
უკან დაბრუნება
კაფე "სავანეს" მფლობელებმა პროტესტი ადგილობრივი ხელისუფლებას მიმართ ამჯერად პერფორმანსის ფორმით გამოხატეს, მათ ჟურნალისტების თანდასწრებით კაფეს საპროტესტო ბანერზე ერთ-ერთი პირი გიორგი გიორგობიანი გადახაზეს და ამ ფორმით გიორგობიანის მერიის ეკონომიკის სამსახურის თანამდებობიდან წასვლა აღნიშნეს. მათი თქმით, მსგავსი მაღალჩინოსნების ადგილი მერიაში არაა. სავანეს მეპატრონეებმა ასევე საპროტესტო პლაკატის ჩამოხსნის მოთხოვნის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს რომ მერია მათ დაჯარიმებით უკანონოდ ემუქრება.