შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებითვის მერიამ 15 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
01.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებითვის მერიამ 15 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა დასახელებულ თანხაში რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი უნდა შეადგინოს, როგორც მერიის არქიტექტურის ურბანული დაგეგმარების და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ გეგმის მიხედვით ას საფეხურიან კიბესთან უნდა მოეწყოს მარტივი ტიპის შადრევანი და ველოსადგომები, ასევე უსადენო ინტერნეტის მიწოდების აპარატურა და მობილურის დასამუხტი ბატარეები. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა. ამჯამად დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად მთავარი გამოწვევა ძველი იერსახის შენარჩუნებაა.