შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა სეზონი დახურა
29.07.2019
უკან დაბრუნება
თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა სეზონი დახურა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი თეატრის კოლექტივზეც აისახა. წამყვანმა მსახიობმა თოჯინური თეატრი დატოვა. თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე პროფესიონალი კადრების გადინების ფაქტზე საუბრობს , თუმცა აქვე დასძენს რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. თეიმურაზ ბაღდავაძე ბიუჯეტის შესაძლო სახელფასო ზრდის შესახებ საუბრობს. თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მსახიობის მინიმალური ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს.