შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ დღეს აქცია გუგუნავას ქუჩაზე გამართა
26.07.2019
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ დღეს აქცია გუგუნავას ქუჩაზე გამართა. მან ამჯერად , მიმდინარე გზის გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.მისითქმით, ამ ქუჩაზე არსებულმა ბიზნეს ობიექტებმა მოუწესრიგებელი გზის გამო ,მომხმარებლები დაკარგეს, შესაბამისად, შემოსავალი შეუმცირდათ. გოგი წულაიამ, პრემიერ მინისტრის მისამართით, განცხადება გააკეთა . იგი, ქუთაისში დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. წინაადეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. პროტესტს ქუჩაზე არსებული ბიზნეს ობიექტების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ . ტელეკომპანია რიონის დღის ამბების ჯგუფი აღნიშბულ საკითხთან დაკავშირებით საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა.