შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერიაში 2 წერილი შეიტანა
01.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში დღეს ნაციონალური მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის 2 წერილი შევიდა. ოპოზიციურ პარტიაში ისევ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს. ასევე პარტია თვითმმართველობისგან ითხოვს პასუხს, თუ როგორი ესკიზის ბანერის გამოფენის უფლება მიეცემა.