შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქის გარკვეულ ნაწილში დასუფთავების კუთხით შექმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით კომენტარი გიორგი მჟავანაძემ გააკეთა
23.07.2019
უკან დაბრუნება
ქალაქის გარკვეულ ნაწილში დასუფთავების კუთხით შექმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია რიონის დღის ამბების ჯგუფი დაინტერესდა. საკითხზე კომენტარი ა/ა/იპ „სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. გიორგი მჟავანაძის განცხადებით, მ/წლის 20 – 21 ივლისს ერთდროულად რამდენიმე ერთეული ნაგავშემკრები ავტო მანქანების სპეც.ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.რის გამოც, ახალგაზრდობის, ლეონიძის, აბაშიძის, კუპრაძის, ილ.ჭავჭავაძის და წერეთლის ქუჩებიდან ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. პრობლემის ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით სპეც.ტექნიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სპეციალური სერვისების ტრანსპორტის სამსახური ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რომელიც უახლოეს ვადებში დასრულდება. მანამდე კი ავტოპარკში არსებული სხვა რესურსით განხორციელდება აღნიშნული ქუჩებიდან ნარჩენების გატანა.