შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალურ სერვისებს ახალი უფროსი ჰყავს
22.07.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალურ სერვისებს ახალი უფროსი ჰყავს. სამსახურს დღეიდან კონსტანტინე ჯავახაძე უხელმძღვანელებს. ტელეკომპანია რიონის დღის ამბების გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს და როგორ ხედავს სამსახურის განვითარებას. მისივე განცხადებით , საკადრო პოლიტიკასთან არც რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გეგმა ჯერ არ აქვს. მისი თქმით ახალი წლის დასაწყისში სპეცსერვისებს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა შეემატება. კონსტანტინე ჯვახაძეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს როგორც საჯარო სამსახურში ისე კერძო სექტორში .იგი 2015-2018 წლებში ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე შეთავაზება ქალაქის მერისგან 3 დღის წინ მიიღო.