შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლეს
20.07.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე ის გეგმები განიხილეს რომელთა განხორციელებაც სპორტის სფეროში მომავალი წლიდან იგეგმა. საუბარი ასევე შეეხო სპორტული სკოლების რეაბილიტაციის საკითხს, რომელიც 2020 წელს დაიწყება. შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა, ვიცე-მერმა და ა(ა)იპის მმართველმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.