შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს რამდენიმე რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში იწყება მასშტაბური პროექტი
16.07.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს რამდენიმე რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, მათ შორის ქუთაისის N4 შერეულ პოლიკლინიკაში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტიკას, კვლევები კი იქნება უფასო. N4 პოლიკლინიკაში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტუბერკულოზის შესახებ ზოგადი ინფორმაციის, ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების, დაავადების ფორმების და დეფინიციების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი მამუკა რიჟამაძე ესწრებოდნენ.