შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარის მოადგილემ პუშკინის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა
12.07.2019
უკან დაბრუნება
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარის მოადგილემ პუშკინის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა.გოგი წულაია აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის ფილები 4 წელია დაზიანებულია,და შესაბამისმა სამსახურებმა ფილების დაგება ძლიერი წვიმის მიუხედავად მის მიერ დაანონსებული ბრიფინგის გამო დაიწყეს. ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარის მოადგილემ პერფორმანსი მოაწყო და დაზიანებული გზის დაგება თავად სცადა. პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ადევნებდა თვალს, როგორც ბექა ყურაშვილი განმარტავს, დაზიანებული გზების შეკეთება მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.