შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



1 ივლისიდან მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
09.07.2019
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის უფროსის მამუკა ბერაძის განცხადებით, მოქალაქეები როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურიდან თავისუფლდებიან. საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებსა და მათ, ვისაც 2021 წლის პირველ იანვრამდე 18 წელი უსრულდებათ სურვილის შემთხვევაში აქციით სარგრბლობა შეუძლიათ ს . უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 მილიონზე მეტ მოქალაქეზე გაიცა.