შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი სტუმრობდა
08.07.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი სტუმრობდა.სოფიო გორგოძის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრრებული.11 ქალაქში კი 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე დროულად გამოცხადდნენ.სოფიო გორგოძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების შესახებაც ისაუბრა.