შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა
04.07.2019
უკან დაბრუნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა ,ვიზიტის ფარგლებში მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის პროგრამების მხარდაჭერაზე, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსებაზე. დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა. სხდომაზე 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა.