შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისი“-ს წარმომადგენლებმა ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართეს
04.07.2019
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისი“-ს წარმომადგენლებმა ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორები ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას აპროტესტებენ და ფაქტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ . პარლამენტარები , კი ვინც ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას ხმა მისცეს, წითელარმიელებად მონათლეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, კამპანია სტიკერებით საზოგადოებისათვის 92 წითელარმიელის გაცნობას ისახავს მიზნად,. მონაწილეებმა სტიკერები, მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, ადმინისტრაციულ შენობაზე მაინც გააკრეს.