შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
28.01.2016
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი დასაქმდა, ხოლო მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ.ა საზოგადოებრივი ცენტრი ხრეითში მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.