შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერია აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "წლის ბიზნესი-2015"
28.01.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნეს კომპანიების სტიმულირებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მერია აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "წლის ბიზნესი-2015".ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა გააკეთა.კონკურსი 2015 წლის საფინანსო შედეგების მიხედვით,12 ნომინაციაში ჩატარდება.პრიზები არა მარტო გამარჯვებულს,არამედ კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას გადაეცემა.