შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ამბავი თორმეტი სავანისა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
18.05.2019
უკან დაბრუნება
"ამბავი თორმეტი სავანისა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფილმი ტაო-კლარჯეთის წარსულს, თანამედროვეობას, ქართველების და ქართული ენის მდგომარეობას ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში ასახავს,ის სამი ნაწილისგან შედგება : 1 ნაწილი ჭოროხის ქვეყანა, II. ათორმეტნი, III. ბედის ბორბალი ქართველთათვის და 2005 -2018 წლების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეო არქივითა და სამეცნიერო ექსპედიციების ვიდეომასალებთ შეიქმნა. ფილმის "ამბავი თორმეტი სავანისა" პრეზენტაცია ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 აპრილს გაიმართა. პრემიერის შემდეგ პირველი ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო.