შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნინო თვალთვაძე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც შშმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე მუშაობენ
17.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე მუშაობენ. პირველი პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადამზადებას მეფუტკრეობის მიმართულებით, წარმატებული შშმ პირები მიიღებენ შესაძლებლობას, პროექტის დასრულების შემდეგ თავად აწარმოონ თაფლი. თეორიული კურსი უკვე სრულდება და ივნისის თვეში პრაქტიკული მეცადინეობა დაიწყება რაც შეეხება მეორე პროექტს, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციარების შერჩევა, შერჩეული იქნება მინიმუმ 10 მობილობის შესაძლებლობის მქონე პირი, მოხდება მათი გადამზადება ვებ-მარკეტინგის მიმართულებით.