შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
16.05.2019
უკან დაბრუნება
100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმმართველი ქალაქები, მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები შეიქმნა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის შექმნიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ისტორიკოსებმა ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ მცირე ლექციები წაიკითხეს. გამოფენაზე ეროვნულ არქივსა და ბიბლიოთეკაში,ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივში დაცული თვითმმართველი ორგანოების პირველი არჩევნებისა და იმ პერიოდის ისტორიული მასალები იყო წარმოდგენილი. ექსპოზიცია გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროა. დოკუმენტურ ფილმში-„ინიციატივა არ ისჯება“ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობის , სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ უნიკალური ისტორიებია გადმოცემული. ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებით მომზადებული ნაშრომები დაურიგდათ.