შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"არა ნაგავსაყრელს"
14.05.2019
უკან დაბრუნება
"არა ნაგავსაყრელს"-ამ სლოგანით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარისა და გოდოგანის მცხოვრებლები სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. მათი თქმით, დაუშვებელია მოსახლეობასთან ახლოს ნაგვსაყრელის არსებობა. იმ შემღხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, რადიკალურ ზომებს მიიღებე ნ და პერმანენტულ აქციებს ა და შიმშილობას აანონსებენ., ასევე ცენტრალურ ი მაგისტრალი ს გადაკეტვით იმუქრებიან. მოსახლეობა თავს მოტყუებულად მიიჩნევს, ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში პასუხის მოლოდინში იყვნენ და აქციები შეაჩერეს. ადგილობრივებმა დღეს აქცია ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრული ადგილიდან დაიწყეს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამდე მსვლელობით მოვიდნენ, რის შემდეგაც მყარი ნარჩენების მართვის ოფისთან გადაინაცვლეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ემალებიან და თვეებია პასუხს არ იძლევიან. ტელეკომპანია რიონის დღის ამბების გადამღები ჯგუფი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიის დირექტორის მრჩევლის , ხათუნა ჩიქვილაძის განცხადებით მათ პირობა არ დაურღვევიათ და მოსახლეობასთან ერთად ახალი ტერიტორიის შერჩევა მიმდინარეობს, რომლის გეოლოგიური შესწავლაც მოხდება. მისი თქმით , ძველ ადგილზე ნაგავსაყრელი არ აშენდება.