შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტორპედოს ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ,,ჰუალინგ ჯგუფმა“ ხელშეკრულება გაწყვიტა
13.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედოს ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ,,ჰუალინგ ჯგუფმა“ ხელშეკრულება გაწყვიტა. დღეს ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები და ტორპედოს გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას შეხვდნენ და გუნდში არსებული ფორსმაჟორული სიტუაცია განიხილეს. როგორც კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, დავალიანება თვის ბოლომდე დაიფარება, ხოლო ჩინური კომპანიის ნაცვლად, სხვა შესაძლო პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხვალ კი ტორპედო საბურთალოს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე შეხვდება.