შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტრული პროექტები დაათვალიერა
09.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტრული პროექტები დაათვალიერა. მიმდინარე პროექტებს შორის არის, მდინარე ოღასკურაზე მოაჯირების მონტაჟი და გადასასვლელი ხიდების შეცვლა, ახალგაზრდობის ქუჩის მე-8 შესახვევის სრული რეაბილიტაცია, სამუშაოებს შპს "გზამშენი-21" ასრულებს, ქუჩის რებილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 267 000 ლარია გამოყოფილი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს გელათის ქუჩის 1-ელ შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარი გამოიყო.