შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში 9 აპრილის ძეგლთან ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა
09.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში 9 აპრილის ძეგლთან ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელიც ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორის მაქს მეირ შავიტის ინიციატივით თბილისში ჩატარებული აქციის პარალელირად მიმდინარეობდა. უარი ტერორსა და ძალადობას ამ სლოგანით ქუთაისის ებრაელთა საზოგადოებისა და ქალთა კლუბის ორგანიზებით გამართულ სოლიდარობის აქციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მსოფლიოს მშვიდობა. ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო და ისრაელი ერთად მიაგებს პატივს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს.