შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს
06.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ახალი ვიცე-მერი, დავით ერემეიშვილი წარუდგინა. დავით ერემეიშვილი 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში. ბოლო წლებში კი იგი იყო საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივებისა და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტის რეგიონული მენეჯერი .ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე თვის მანძილზე იყო