შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში ქუთაისის ტორპედოსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა
06.05.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში ქუთაისის ტორპედოსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დრამატული შეხვედრა იხილა. მასპინძლები ნოდარ ქავთარაძემ მატჩის დებიუტშივე დააწინაურა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლით. 28-ე წუთზე ქავთარაძემ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო ბათუმელების კარში და ტორპედო ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ. გია გეგუჩაძის გუნდმა სხვაობა ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეამცირა. პენალტი ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა. სტუმრები ახლოს იყვნენ კიდევ ერთი შეხვედრის შემობრუნებასთან, თუმცა გამარჯვების გოლი თამაშის მიწურულს ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და ტორპედოს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. 11 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო გათამაშების ცხრილში 20 ქულით მეოთხე ადგილზეა , ხოლო ბათუმის დინამომ 22 ქულით მე 2 ადგილზე გადაინაცვლა .მომდევნო შეხვედრას ტორპედო 10 მაისს თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის ლოკომოტივს შეხვდება