შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქუთაისში“
25.04.2019
უკან დაბრუნება
,,ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქუთაისში“ - ამ პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებები შეაჯამეს, მიღწეული შედეგები და გამოწვევები შეაფასეს. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აღნიშნულ პროექტს 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ერთად ახორციელებდა და მიზნად ისახავდა ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას.