შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს დიდი ხუთშაბათია
25.04.2019
უკან დაბრუნება
დღეს დიდი ხუთშაბათია. მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლო სერობასა და გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდა ეკლესიური სწავლებით, დიდ ხუთშაბათს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს.