შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
15.04.2019
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და საბჭოს უხუცესი წევრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე წარუძღვნენ.შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, ისაუბრეს გარდამავალი პროექტების შესრულების მიმდინარეობისა და დასრულების ვადების შესახებ, ასევე იმერეთის რეგიონში არსებული ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებზე. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.