შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ
15.04.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ. ქუთაისის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო, შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისელებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს, თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. მეორე გოლი კი თორნიკე კაპანაზემ გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე ვიტ ჯორჯიელმა მუსელიანმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და "ტორპედომ" 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებით "ტორპედომ" 16 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაზე ტორბედო გორში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მე16 ფინალში ბორჯომის ბორჯომს დაუპირისპირდება.