შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
15.04.2019
უკან დაბრუნება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილ სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობას გზავნილების სახით მიეწოდება. სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ტრენინგი გამართეს.