შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუამთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა
20.03.2019
უკან დაბრუნება
ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუამთაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 289 100 ლარით დაფინანსდა.საბავშვო ბაღი 80–მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. დაწესებულება საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ბაღი ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორდელაძემ დაათვალიერეს.