შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ ჭოგნარში მოსახლეობა აქციებს მართავს
18.03.2019
უკან დაბრუნება
სოფელ ჭოგნარში მოსახლეობა აქციებს მართავს. მოთხოვნა უცვლელია - ისინი სოფლის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსებას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები იმ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე საუბრობენ, რასაც მათი მტკიცებით, ნაგავსაყრელის მოწყობა გამოიწვევს. როგორც ნარჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, რაც გარემოსთვის საფრთხეს არ გამოიწვევს.