შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გუგუნავას ქუჩაზე რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს რომელსაც ქუთაისის მერიასთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. მისი თქმით გუგუნავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე, უხვი ნალექის დროს წყალი დგებოდა და გადაადგილების დროს მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიდა.სარეაბილიტაციო სამუშაოები დღის ბოლოს დასრულდება.