შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



8დან -10 მარტის ჩათვლით თბილისმა ქიქბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
13.03.2019
უკან დაბრუნება
8დან -10 მარტის ჩათვლით თბილისმა ქიქბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N12 სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. პირველი ადგილის მფლობელი 6 ქუთაისელი მონაწილე გახდა, ერთმა კი მე-2 ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში მათე თაბუკაშვილმა, მიშიკო გოგაძემ, ლაშა ქურასბედიანმა, ლუკა გაგუამ, ალექსანდრე მუკბანიანმა და ცოტნე კობალიანმა ხოლო მეორე ადგილი ალექსანდრე ჯიბლაძემ დაიკავეს. წარმატებულ სპორტსმენებს გამარჯვება ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.