შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის ქალთა გუნდის საიუბილეო კონცერტი
12.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში თბილისის ქალთა გუნდის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. გუნდის დაარსებიდან 5 წლის იუბილის ფარგლებში თბილისის შემდეგ კონცერტი ქუთაისში შედგა, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რეპერტუარი ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის შედევრები. მსმენელის წინაშე რამდენიმე ნაწარმოებით წარსდგა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელთან არსებული შერეული გუნდი. ქუთაისში საიუბილეო ტურნეს ფარგლებში კონცერტი,ქუთაისის მერიისა და ოპერის თეატრის მხარდაჭერით შედგა.