შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სერბეთის ქალაქ ნოვისადში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ორი ქუთაისელი სპორტსმენისთვის წარმატებით დასრულდა
11.03.2019
უკან დაბრუნება
სერბეთის ქალაქ ნოვისადში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ორი ქუთაისელი სპორტსმენისთვის წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ზვიად პატარიძე ჩემპიონატის გამარჯვებულია. პატარიძემ 130 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან რუმინელ ბერეის 0:5 სძლია და საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა. წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ასევე ქუთაისელი მოჭიდავე გურამ ხეცურიანი. მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გაზი ხალილოვი 5-1 დაამარცხა.