შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქეთევან ციხელაშვილმა კომენტარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქალბატონებზეც გააკეთა
10.03.2019
უკან დაბრუნება
8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სტუმრად მყოფმა მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კომენტარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქალბატონებზეც გააკეთა, მისი თქმით სახელმწიფო გეგმავს კონკრეტულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების ყოფა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ,,ეს ქალბატონები ცხოვრობენ წნეხის ქვეშ და ეთნიკურობის განურჩევლად ეს ფონი არის ძალიან მაღალი, ამიტომ სახელმწიფო მუშაობს კონკრეტულ პროგრამაზე მათი ყოფის გასაუმჯობესებლად“ განაცხადა ციხელაშვილმა.