შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმში ანგისას ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა
06.03.2019
უკან დაბრუნება
ბათუმში ანგისას ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა, თამაში რთული და დაძაბული გამოდგა.საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელმა ქუთაისის ტორპედომ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, მატჩზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი, რაც შეხვედრას დამატებით ხიბლს და საინტერესო ატმოსფეროს სძენდა. შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში ალექსანდრ აზაცკიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასით შარშანდელი სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა - ბუდუ ზივზივაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მესამე ტურის შეხვედრაში ტორპედო, 9 მარტს , რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.