შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა
16.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა.შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს .ისაუბრეს სივრცეების ადაპტირების შეფასებასა და სოციალურ საკითხთა სამსახურის 2019 წლiს სამოქმედო გეგმის შესახებ.შშმ პირთა საჭიროების შესაბამისად ქალაქის ცენტრალური ისტორიული უბნის ადაპტირება მოხდება.პროექტში გაეროს განვითარების პროგრამის ,,დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში დანიის მთავრობაც მონაწილეობს. შეხვედრას ქუთაისის მერიის მოადგილე ნინო თვალთვაძე, შშმ პირთა საჭიროებაზე გარემოს ადაპტირების ექსპერტები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ.