შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია
15.02.2019
უკან დაბრუნება
მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. იგი ერთსა და იმავე დღეს, 15 თებერვალს აღინიშნება და უძრავ დღესასწაულთა შორის შედის. სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს უფლის მირქმის დღესასწაულზე ეკლესია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენას მოიხსენიებს. შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. იმ ხანებში იერუსალიმში მართალი მოხუცი სვიმეონი ცხოვრობდა. მას გამოცხადება ჰქონდა რომლითაც ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქრისტე მაცხოვარს არ იხილავდა. ღვთის შეგონებით კეთილმსახური სვიმეონი იმ დროს მივიდა ტაძარში, როცა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რომ სჯულით დადგინებული წეს-ჩვეულება აღესრულებინათ. იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა აგრეთვე 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, მართალმა სვიმეონმა იხილა რა გამკაცებული მაცხოვარი, ყრმა მიირქუა, მიიხუტა გულზე. უფლისა მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მათ გამოცხადებით ეუწყათ, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტონიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ გადაწყვიტა – მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.