შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქველმოქმედო აქცია სამტრედიაში
19.01.2019
უკან დაბრუნება
სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლების მკვიდრმა, ამჟამად ჰოლანდიის მოქალაქემ, მამუკა თოდრიამ რამდენიმე წლის წინ თანამოაზრეებთან ერთად, ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,გული საქართველოსთვის“ დააფუძნა და საქართველოში ქველმოქმედება დაიწყო. ისინი უანგაროდ საკუთარი ხარჯებით ახერხებენ შეიძინონ სხვადასხვა დასახელების ინვენტარი, რომელიც საჭიროებისამებრ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, სკოლებსა და ბაგა-ბაღებს გადაეცემა. სამტრედიაში, უკვე მეორედ მოეწყო მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია. ფონდის დამფუძნებელმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად აპირებს ქართველებისთვის გარკვეული ტიპის დახმარების გაწევას.