შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კატინი - დღე, რომელიც განსაკუთრებულად დაიწყო - ამ სახელწოდებით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს
17.01.2019
უკან დაბრუნება
კატინი - დღე, რომელიც განსაკუთრებულად დაიწყო - ამ სახელწოდებით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც 24 იანვარს გაიხსნება და დამთვალიერებელს, 1 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება გაეცნოს კატინის ისტორიას, მოისმინოს დაღუპულ გმირთა ამბავი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფილმები, ისტორიული ინფორმაცია, არტეფაქტები და დაღუპულთა პირადი ნივთები. გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს თუ რა არის კატინი და რა მნიშვნელობის მატარებელია იგი პოლონეთისთვის. შეგახსენებთ, კატინის მოვლენებს დაახლოებით 22 000 პოლონელი ტყვე შეეწირა. გამოფენის მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო, გამოფენას პოლონეთის ელჩი დაესწრება.