შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,დაარეგულირე სიცოცხლისთვის"- ამ სლოგანით ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
16.01.2019
უკან დაბრუნება
,,დაარეგულირე სიცოცხლისთვის"- ამ სლოგანით ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და წყალტუბოს გზაზე იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ორი დღის წინ ავარიით სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მოქალაქეებმა ავარიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. აქცია სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიგეგმა, რომელსაც სამი ახალგაზრდა ბაქარ ზივზივაძე, გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია ემსხვერპლა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ქუთაისი წყალტუბოს გზის ამ მონაკვეთზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს.