შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ სპეციალური სერვისების ორგანიზებით, დასუფთავების აქცია ავტოქარხანაში, ხარებავას ქუჩაზე მოეწყო
15.01.2019
უკან დაბრუნება
ააიპ სპეციალური სერვისების ორგანიზებით, დასუფთავების აქცია ავტოქარხანაში, ხარებავას ქუჩაზე მოეწყო დასუფთავდა მდინარე ოღასკურა, რომელიც ძლიერი წვიმების დროს საფრთხის შემცველია, ადიდების შედეგად კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის მიზეზი ხდება. მდინარე დღეს ხეებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, სპეც ტექნიკის გამოყენებით მთლიანად გასუფთავდა. ასევე დასუფთავდა მდინარე ოღასკურას მიმდებარე ტერიტორიაც. მსგავსი სახის აქციას აიიპ სპეციალური სერვისები ქალაქის მასშტაბით მომავალშიც გეგმავს.