შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამართლის სტუდენტთათვის საჯარო ლექია გაიმართა
11.01.2019
უკან დაბრუნება
აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით, სამართლის სტუდენტთათვის საჯარო ლექია გაიმართა, რომლის თემა ოჯახური დანაშაულისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები იყო . ლექციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები წარუძღვნენ. სტუდენტებს აღნიშნულ თემებზე არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცვნეს, მათ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებებისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.