შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს
10.01.2019
უკან დაბრუნება
დღეს დილიდან წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე. ძირითად სამუშაოებს დღესვე დაასრულებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა". ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარი სრულად დაახლოებით ერთ თვეში მოწესრიგდება.