შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხიდი რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 436000 ლარი იყო გამოყოფილი დაუსრულებელია
05.01.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის სავიზიტო ბარათის თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დასრულდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. ხიდის რეაბილიტაციას კომპანია ალმა-რუს საქართველო აწარმოებდა,რომელმაც დათქმულ დროში სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც ქუთაისის მერიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა. დღეის მონაცემებით ხიდი რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 436000 ლარი იყო გამოყოფილი დაუსრულებელია. საფეხმავლო ზედაპირი კი,რომელიც მინისაა დაზიანებული რაც მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. თუ რამ გამოიწვია დაზიანება ამის შესახებ გამოძიებას სამართალდამცავები აწარმოებენ, ხოლო რა ბედი ეწევა თეთრ ხიდს ამას მოგვიანებით შევიტყობთ.