შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო კლინიკურ საავადმყოფოს 11 -მა ადამიანმა მიმართა
03.01.2019
უკან დაბრუნება
პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო. 31 დეკემბრიდან დღემდე სხვადასხვა დაზიანებებით იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს 11 -მა ადამიანმა მიმართა,მათ ძირითადად ხელის მტევნის მძიმე ტრამვა, მტევნის დამწვრობა, კუნთებისა და მყესების დაზიანება აღენიშნებოდათ. რამდენიმე მათგანს თითების სრული და ნაწილობრივი ამპუტაცია ჩაუტარდა. მტევნის ქირურგიის განყოფილებაში მკურნალობას 4 პაციენტი ისევ აგრძელებს.